ადიდებულმა ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი მაგისტრალი დატბორა

ადიდებულმა ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი მაგისტრალი დატბორა

გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილს ინფორმაციით, უამინდობის დროს მდინარე ალაზანი ადიდდა, დატბორილია აღნიშნულ მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება :   

„გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზანის ადიდება გამოიწვია. წყალშია მოქცეული ვენახები, საზამთროს ბაღები და სიმინდი. ჯერჯერობით ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“