დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

კა­ცი, რო­მე­ლიც დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლის, ვახო სუ­თი­ძის დაჭ­რა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამ დროისთვის დაკავებულია. ინ­ფორ­მა­ცი­ას  ამის შესახებ შსს ავ­რცე­ლებს.

უწყების ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი დ.ს.

გამოძიების ცნობით,  და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ვახო სუ­თი­ძეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სუ­თი­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დ.ს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

დაკავებულის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამოიღეს.