ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

პრეზიდენტის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

„ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის, მაგრამ ადმინისტრაციაში მუშაობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა ეს ამბავი და მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას. როგორც კი რაიმე ახალი იქნება ცნობილი, თქვენ გაიგებთ ამის შესახებ“, – განუცხადა პირველ არხს ირინა შენგელიამ.