საქართველოში დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ჯონ ტეფტი

საქართველოში დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ჯონ ტეფტი

საქართველოში დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ჯონ ტეფტმა, პირველი არხთან საუბარში განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ყოველთვის საქართველოს მეგობარი იქნება და იმედოვნებს, რომ ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს.

„მომეცა შესაძლებლობა ვესაუბრო ადამიანებს, დავინახო ახალი და ვისწავლო მეტი. აქ არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ რაც ხდება ყველაფერზე ღრმა დასკვნები გავაკეთო. მე საქართველოს მეგობარი ვარ და ყოველთვის ვიქნები. ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა შენებას გააგრძელებს, ექნება კარგი დემოკრატია, მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“ – განაცხადა ჯონ ტეფტმა.