ნიკა გვარამიამ დაკისრებული გირაო გადაიხადა

ნიკა გვარამიამ დაკისრებული გირაო გადაიხადა

რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლის მიერ დაკისრებული გირაოს თანხა - 40 000 ლარი უკვე გადაიხადა. ინფორმაცია პროკურატურაშიც დაადასტურეს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. თუმცა, 8 სექტემბერს განაცხადა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.