პარლამენტში დეპუტატ შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს

პარლამენტში დეპუტატ შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს

საქართველოს პარლამენტში დეპუტატ შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.

ლევან მგალობლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო სიაში 50-ე ადგილზე იყო.

შოთა შალელაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალელაშვილი ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.