მოჩვენებითი რუსული დემოკრატია

მოჩვენებითი რუსული დემოკრატია

„როგორც ჩანს პუტინის პარტიის მმართველობა დასასრულს უახლოვდება.მალე მას საკუთარი ძალაუფლების განსახორციელებლად ახალი ინსტრუმენტი დაჭირდება“-მიიჩნევს გერმანული გამოცემა- Suddeusche Zeitung-ის ჟურნალისტი ზოლკე ბიგალკე.

„რეგიონული არჩევნები, მართალია, კრემლის დამარცხებით არ დასრულებულა, მაგრამ მიღებული შედეგები არც ტრიუმფის შთაბეჭდილებას ტოვებს.ოდესღაც,პუტინის მიერ შექმნილი სახელისუფლო პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს უმრავლესობას.ეს კი მხოლოდ იმის ხარჯზე ხდება,რომ არ არსებობენ ისეთი პოლიტიკური ძალები,რომლებთანაც მას სერიოზული შერკინება მოუწევდა. სადაც კონკურენციის საფრთხე მეტი იყო კრემლმა დროულად მოახდინა სიტუაციის გაუვნებელყოფა,თუმცა მოსკოვში ყველა დემოკრატიული დეკორაცია ჩამოინგრა“-აღნიშნავს გამოცემა.

„კრემლის უდიდესი პრობლემა ახლა იმაში მდგომარეობს,რომ ადამიანები ვეღარ ეგუებიან შეუნიღბავ თაღლითობას,ისინი სულ უფრო და უფრო ნაკლებად აძლევენ ხელისუფლებას თავის მოტყუების შესაძლებლობას“-,მიიჩნევს ჟურნალისტი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მოსკოვში ბოლოდროინდელი მღელვარებების მიუხედავად, არჩევნებზე მოსულთა რაოდენობამ სულ რაღაც 22 % შეადგინა.ბოლო პერიოდის მანძილზე განუხრელად ეცემა ამომრჩეველთა ნდობა სახელისუფლო ინსტიტუტების, მმართველი პარტიის,პრემიერ - მინისტრისა და ახლა უკვე პრეზიდენტის მიმართაც. მოქალაქეებმა რეალური არჩევანის არარსებობის პირობებში დიდწილად მხარი კომუნისტებს დაუჭირეს,რის გამოც მმართველმა ძალამ წარმომადგენლობის ერთი მესამედი დაკარგა.

იმის გამო,რომ ოპოზიცია კრემლისადმი არსებითად ლოიალურადაა განწყობილი, ნაადრევია „ერთიანი რუსეთის“ მიერ ძალაუფლების დაკარგვაზე საუბარი,თუმცა არჩევნების შედეგები პუტინს სერიოზულ საფიქრალს უჩენს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ-„ხელისუფლების ძირითადი საარჩევნო ინსტრუმენტი არსებითად ვეღარ მუშაობს. „ერთიანი რუსეთის“ არნახული არაპოპულარობიდან გამომდინარე,მისი წევრობა ლახავს წარდგენილ კანდიდატთა რეპუტაციას და მათ შესაძლებლობებს აკნინებს“.

სახელისუფლო პარტია იმ საფეხფურთო გუნდს მოგვაგონებს,რომელსაც არ ყავს ღირსეული მოწინააღმდეგე თუმცა საკუთარ კარში გოლს გოლზე იღებს.ეს იმას ნიშნავს,რომ პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ახალი ინსტრუმენტის მოფიქრება მოუწევს.ამ პირობებში კი საეჭვოა,რომ მან თანადროულად ლეგიტიმური დემოკრატისა და თავდაჯერებული ავტოკრატის იმიჯის შენარჩუნება შეძლოს“-დაასკვნის გამოცემა.

პუბლიკაცია მომზადდა Suddeusche Zeitung-ის მასალის მიხედვით