პუტინმა გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გადააყენა

პუტინმა გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გადააყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში მდივანი, გრიგორი კარასინი, რომელიც პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა. ივანოვი ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კარასინმა ივლისში განაცხადა, რომ სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადავიდოდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში გრიგორი კარასინი დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობებს და უცხოეთში თანამემამულეებთან ურთიერთობებს კურირებდა. ასევე პასუხისმგებელი იყო ფედერალური საკრებულოს პალატებთან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებზე.