ღვთის განგებამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა - ილია მეორე

ღვთის განგებამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა - ილია მეორე

ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა:          

"მთელი ერი მოხარული ვართ იმით, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია. იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა"