მახათას მთაზე მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, დაზიანდა კაბელი, რამაც გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი

მახათას მთაზე მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, დაზიანდა კაბელი, რამაც გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი

საქართველოს მთავრობა მახათას მთაზე მომხდარი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, ბახტაძემ უპასუხა: "ამ მომენტისთვის მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით, სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა“.     

ამასთან, „პირველი არხის“ განმარტებით, ტრანსლაციის მსვლელობისას ტექნიკური ხარვეზი კაბელის დაზიანებამ გამოიწვია:         

„12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს. ტექნიკური წუნის გამო საქართველოს „პირველი არხი“ მაყურებელს ბოდიშს უხდის“