ლევან ბარათაშვილი - ტალახა

ლევან ბარათაშვილი - ტალახა

კეკელიძის ქუჩაზე,მეგობრის ოჯახში გავიცანი,ყურადღება იმით მიიქცია რომ აივანზე გასულთაგან სიგარეტს მხოლოდ ის არ ეწეოდა.
-აჰა, ხომ გიჟდები ფეხბურთზე?გაიცანი,მაგარი ადამიანია,ლევან ბარათაშვილი. მეგობარმა ასე გამაცნო ჩვენი ტალახა.
იმხანად თბილისის"დინამოს"დუბლებში თამაშობდა,ჩემი თაობის გულშემატკივრები დუბლების თამაშზეც დავდიოდით,უზომოდ ტექნიკური,სწრაფი და რაც მთავარია შემოქმედებითი ხედვით გამოირჩეოდა.მიუხედავად ასაკში სხვაობისა მალე დავახლოვდით,მის საყვარელ ოქროსუბანში ხშირად დავდიოდი,რა თქმა უნდა ბირჟა და ფეხბურთის თამაში განუყოფელი მოვლენა იყო.ერთხელ კალათბურთიც ვითამაშეთ.ჩემი თამაშის შემყურე აღფრთოვანებას ვერ მალავდა,რის გამოც ზედმეტსახელიც შემარქვა одноруки бандит... ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.მინახავს შეყვარებული,გულჩათხრობილი,ბოჰემური ცხოვრებით არეულიც,მაგრამ მაინც, ხალისი და ენაკვიმატობა მისი თანმდევი იყო.
ერთ-ერთ სუფრასთან,დიდ დათო ყიფიანს მასზე სიტყვა ჩამოვუგდე,ვერ წარმოიდგენთ მის თამაშს როგორი დადებითი შეფასება მისცა. გაიხსენა სსრკ-ს იუნიორთა ნაკრების მონაწილეობით ტურნირი,სადაც ვან ბასტენი ბომბარდირი გახდა,ტალახა კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 
ამასწინათ,21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრების შედგენა გადავწყვიტეთ,ერთმანეთი დავხოცეთ,ტენიდა და ტენიდა თავის საყვარელ ბრაზილიელებს,რასაც ჯიუტად ვაპროტესდებდი... 
ხშირად იცოდა მოკითხვა
-одноруки როგორ ხარ? აბა, როგორ მიდის პოლიტიკაში საქმე? რომელიმე ფეხბურთელზე ერთ სასაცილო ისტორიას დააყოლებდა და გულიანად დაგემშვიდობებოდა.
ეს ფოტო,სამი თვის წინ,მის უახლოეს მეგობართან,ასევე გამორჩეულ ფეხბურთელთან ოთარ კორღალიძესთან სახლში გადავიღეთ.ახალი ნაოპერაციევი იყო... ჩუმად მყოფი ტალახა კი იშვიათი შემთხვევა...

P.S. როცა გარდაცვალების შესახებ დამირეკეს ენა ჩამივარდა... თუმცა მაინც გავბედე ეს პატარა მოგონება დამეწერა.
ნიჭს და სიკეთეს დაფასება უნდა!
დიდებული ადამიანები კი არ კვდებიან! - გიორგი ტაბიძე