გიორგი გახარიას ყოფილი მოადგილე შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნოს

გიორგი გახარიას ყოფილი მოადგილე შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნოს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შესაძლოა, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნოს.

მეზვრიშვილი მინისტრის მოადგილეობიდან უკვე გათავისუფლდა.  რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, იქ საკადრო ცვლილებებს ჯერ არ ადასტურებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ამ დროისთვის კახა კახიშვილი იკავებს. პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ კი,  თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი"