სიღნაღში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა (ვიდეო)

სიღნაღში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა (ვიდეო)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვის დაცემის შედეგად დაზიანდა. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი ჭურვი ჯერ სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი და იატაკი დააზიანა. ოჯახის წევრების განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კახეთში სეტყვა იყო და სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია