პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს

პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეო რუსეთის დედაქალაქში აღარ ჩავა და რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სოჭში 14 მაისს შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პუტინთან და ლავროვთან შეხვედრაზე პომპეო ირანის, ვენესუელის, სირიის, „ბირთვული ძალების შეთანხმებისა“ და აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას