დავით უსუფაშვილი შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს

დავით უსუფაშვილი შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს

„დღეს, შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მე მოსახლეობას ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არაა სწორი პარლამენტში, შალვას პარლამენტიდან გამოშვებაა არასწორი, მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა, ის სჭირდება ქვეყანას და პარლამენტს. სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ, რომ მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პრაქტიკულად იდეალური პარლამენტის წევრის სახეს. მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები. დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით, რომლებიც მოტივირებულები არიან საქმეზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს