ომბუდსმენი - სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით

ომბუდსმენი - სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა. ასევე, არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საჭიროებების შესასწავლად ვიზიტები სოციალური მომსახურების სააგენტოს 64 ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდა.

„სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით. არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები“