ერდოღანმა და პუტინმა იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება განიხილეს

ერდოღანმა და პუტინმა იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება განიხილეს. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა იდლიბში ბაშარ ასადის არმიის მიერ დეესკალციის ზონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო. თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლად არ შეიძლება ჩაითვალოს. ერდოღანის თქმით, სირიის პრეზიდენტი იდლიბში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის დაზიანებას ცდილობს, რეგიონში დაძაბულობის ზრდა კი საკონსტიტუციო კომიტეტის ფორმირების პროცესს ძირს გამოუთხრის.