40 დაღუპული და ათობით დაშავებული - ლიბიაში საქორწინო ცერემონიაზე თავდასხმა მოხდა

40 დაღუპული და ათობით დაშავებული - ლიბიაში საქორწინო ცერემონიაზე თავდასხმა მოხდა

ლიბიაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, რომლის სამიზნეც საქორწილო ცერემონია აღმოჩნდა, 40 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებთან ერთად არიან ათობით დაშავებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურის, ხალიფა ხაფთარის მომხრე ძალებმა განახორციელეს.

ხალიფა ხაფთარმა მიმდინარე წლის 4 აპრილს „ტრიპოლის განმათავისუფლებელი“ ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა და საომარი მოქმედებები დაიწყო. მას შემდეგ, სამოქალაქო ომს 1100 ადამიანი ემსხვერპლა.