ოპტიმალური იყო, რომ ფილარმონია სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა - ქობულია

ოპტიმალური იყო, რომ ფილარმონია სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა - ქობულია

2019-05-15 16:53:28

ოპტიმალური იყო, რომ ფილარმონია სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა - ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ყველაზე ოპტიმალური იყო, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა. მისივე თქმით, კერძო სექტორმა დარბაზი ვერ აამუშავა.

"სიმფონიურ ორკესტრს "შესანიშნავი" ხედვა ჰქონდა, თუმცა ეს ის საკითხი იყო, რომელიც გუნდის სხვა წევრებმა არ გაიზიარეს. ეს არ არის პრეტენზია კერძო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებას აწარმოებდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზების მართვა კერძო სექტორის მიერ უბრალოდ წარმოუდგენლად რთულია. ასეთი ტიპის დარბაზები არის სახელმწიფოსი ან დოტირებული. ამერიკაშიც რომ გადახედოთ, იქაც არ არის ბევრი და ჩვენთან დაბალი შესაძლებლობის ქვეყანაში რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს ამუშაოს. ამიტომაც ჩემი აზრით, კომერციულმა სექტორმა ვერ შეძლო ამის სათანადოდ მართვა"