ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა

ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა

„სამწუხაროდ, გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ეს არის არაფორმალური მმართველობის ვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მას ამ გვარის ხსენება რომ არ უნდოდა, გასაგებია. ის, რომ კორუფციისა და დისფუნქციისკენგრძელდება ვარდნა, ფაქტია. კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ სწრაფად უნდა გასცე ინვესტორებისთვის დოკუმენტები. რეგლამენტი მოხსნილია, რაც გზის გახსნაა ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ანგრევს. ამომწურავ მოხსენებას ვერ დავარქმევდი, რადგან უფრო მკაფიო პასუხების მომხრე ვიქნებოდი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ