იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმაში ჩაერთოს - თეა წულუკიანი

იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმაში ჩაერთოს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინსტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს.

„მთავარია, რომ პროცესი შეწყალების პროცედურების რეფორმირებისათვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მზაობა გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა, არ იყოს დროში გაწელილი პროცესი. იუსტიციის სამინისტრო მზად არის, პარლამენტთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში, ძალიან ბევრი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი შეწყალების სისტემა, ინახება სწორედ პენიტენციურ სისტემაში და იმ პროფესიონალებში, ვინც ამ სისტემას ემსახურება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.