შვიდი ლეგენდარული საბჭოთა სიმღერა, რომელიც  მოპარული აღმოჩნდა

შვიდი ლეგენდარული საბჭოთა სიმღერა, რომელიც მოპარული აღმოჩნდა

იცით თუ არა, რომ ძველ, ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ საბჭოთა სიმღერებში უამრავი პლაგიატია? საბჭოთა კავშირის პერიოდში მცხოვრები ადამიანები ამაყობენ ამ უკვე არარსებული ქვეყნის კულტურით მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის თაობაზე,რომ საყვარელი სიმღერების მრავალი მოტივი, აკორდი, მელოდია თუ ტექსტი უცხოელებისგანაა აღებულ-გადამღერებული. მოდით ერთად გავიგოთ თუ რომელი მათგანის მიჩნევა არ შეიძლება ძირძველ საბჭოთა სიმღერად.

1. ევგენი კრილატოვის მუსიკა, რომელიც ჟღერს ფილმში „სტუმრები მომავლიდან“

თამამად შეიძლება, რომ პლაგიატად იქნეს მიჩნეული. 1984 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა საბჭოთა ბავშვებისთვის ეს დასამახსოვრებელი და საყვარელი ფილმი. თავად ფილმიც და მუსიკაც შესანისნავია. მაგრამ სიმღერის მელოდია „გადაფრენა მოსკოვის თავზე’’ შორეულად მოგვაგონებს პოლ მაკარტნის ‘’Yesterday”-ს, ელვის პრესლის შესრულებით.

 

 

2. 1965 წელს საბჭოთა კომპოზიტორმა ალა პაჰმუტოვამ შექმნა ლამაზი სიმღერა „სინაზე’’, რომლის ერთ-ერთ შემსრულებლად იქცა მაია კრისტალინსკაია. თუკი მის ფრაგმენტს, რომელიც იწყება სიტყვებით: „შენს გარეშე დედამიწა დაცარიელდა“  ინგლისელი კომპოზიტორის, ბენჯამენ ბრიტენის მუსიკას „სენტიმენტალურ სარაბანდას„ შევადარებთ „უბრალო სიმფონიიდან“, რომელიც 1934 წელს შეიქმნა, აშკარა მსგავსებას აღმოვაჩენთ.

3. ასევე,  პლაგიატია ისააკ დუნაევსკის სიმღერა ფილმისათვის „მხიარული ბიჭები’’. ამ საყოველთაოდ ცნობილ სიმღერას მთელი ქვეყანა მღეროდა. იგი დღესაც კი ახსოვთ და უყვართ. მაგრამ მასზე 20 წლით ადრე დაიწერა მექსიკელი რევოლუციონერების სიმღერა, რომელიც, როგორც ჩანს მოისმინა კომპოზიტორმა დუნაევსკიმ 1930-31წლებში, როდესაც იგი მექსიკიდან მოსკოვში ჩამოიტანეს ალექსანდროვმა და ეიზენშტეინმა. სიმღერებში ტონალობებიც კი ემთხვევა ერთმანეთს. დუნაევსკი იმითაც კი არ გაისარჯა, რომ მისი ტრანსპონირება მოეხდინა. ამავე ფილმში არის ბანჯოს „მექსიკური“ პარტია , რაც იმ პერიოდის  საბჭოთა მუსიკისთვის წარმოუდგენელი რამაა.

4. ასეთივე პლაგიატია არკადი ოსტროვსკის სიმღერა „დაე  მუდამ იყოს მზე“. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი თითოეულ თქვენთაგანს აქვს მოსმენილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს სიმღერა ჯგუფ “ Hootenanny Singers ”-ის 4 წლით ადრე აჟღერებული სიმღერის “Gabrielle”-ს არსებითად სრული ანალოგია.

5. იან ფრენკელის „განსორების ვალსი“  1965 წელს შეიქმნა. შედარებისთვის უნდა მოვისმინოთ ავსტრიელი მევიოლინის ნაწარმოები „სიყვარულის წამებანი“, რომელიც 1905 წელსაა დაწერილი.

 

6.სიმღერა „ბავშვობის ქალაქი“ მომღერალმა ედიტა პიეხამ 1966 წელს შეასრულა. იგი მართლაც ძალზედ ლამაზი სიმღერაა და მან იმთავითვე დაიმსახურა საბჭოთა მსმენელების სიყვარული. 1968 წელს გამოცემულ ფირფიტაზე მითითებულია,რომ მუსიკის ავტორი უცნობია,მოგვიანო გამოცემებში კი იგი შოტლანდიურ ხალხურ მოტივად მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში გაირკვა,რომ იგი წარმოადგენდა სიმღერა” Greenfields” პლაგიატს,რომელსაც 1960 წელს ასრულებდა ჯგუფი “ The  brothers four“ -ი.

 

 

 

7. გახსოვთ,რაიმონდ პაულსის ცნობილი სიმღერა „ვერნისაჟი’’ ლაიმა ვაიკულეს შესრულებით? ხულიო იგლესიასისს სიმღერა  “ A Veces Tu,A Veces Yo”  მისგან ოდნავ განსხვავდება, მისამღერი კი სრული ანალოგია.

 

 

 

წყარო: https://lifter.com.ua/7-legendarnyh-pesen-sssr-kotorye-na-samom-dele-byli-ukradeny-13435?fbclid=IwAR31IpWj-7wbyVG8Is_-Gv_fIrQaZElnO79fczNcYM9YdsZQEfa7FiMuL_w