ქობულიამ დაადასტურა, რომ არსებობს არაფორმალური მმართველობა - გოცირიძე

ქობულიამ დაადასტურა, რომ არსებობს არაფორმალური მმართველობა - გოცირიძე

"გიორგი ქობულიამ, ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და ფაქტობრივად ვერ მართავდა თავის უწყებას, როგორც მინისტრი. დაადასტურა, რომ არსებობს არაფორმალური მმართველობა. ელემენტარული საკადრო გადაწყვეტილებაც კი თვეების განმავლობაში იწელებოდაო. 

მთლიანობაში მან თქვა, რომ იყო უცხო სხეული და არ დაემორჩილა იმ თამაშის წესებს, რომელიც არის საქართველოს მთავრობაში და თავიდან არ იყო შეთანხმებული მასთან, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ არაფორმალური ადამიანები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.