ნათია თურნავას ბნელ წარსულზე შესაბამის უწყებებს კითხვები ჰქონდათ - დავით ჭიჭინაძე

ნათია თურნავას ბნელ წარსულზე შესაბამის უწყებებს კითხვები ჰქონდათ - დავით ჭიჭინაძე

ნათია თურნავა ტროას ცხენია,რომელიც გაკონტროლებდათ? - ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ  ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას.

"ძალიან ბევრი კითხვა გამაჩნია ახალი მინისტრის წარსულთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ბნელია, რადგან იმ ბნელეთის მსახაურ ადამიანებთან მსახურობდა, რომელიც ამ ქვეყანას დიდი ხანია ძარცვავენ. სხვათაშორის, ნათია თურნავას მსახურებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს კითხვებიც ჰქონდათ, რისი დამამტკიცებელი საბუთები მინახავს. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი შემცვლელია ნათია თურნავა საპარტნიორო ფონდიდან  მოვიდა, რომელიც არაეფექტურად მუშაობდა, მე მაინტერესებს, ვინ ლობირებდა ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის  თანამდებობაზე? ასევე მაინტერესებს იგეგმება თუ არა ელექტროგადამცემი სისტემების პრივატიზება, რადგან როგორც ვიცი, ეს ქალბატონი მინისტრის პოზიციაზე სწორედ ამ საკითხის ლობირებისთვის მოვიდა.

თურნავა ხომ არ არის ტროას ცხენი, რომელიც თქვენთან იყო ჩამჯდარი და რომელიც გაკონტროლებდათ?“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე ასევე დაინტერესდა იგეგმება თუ არა რკინიგზის პრივატიზებაც