ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა

ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა

ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა:       

"დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით – ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებს თავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას. 

თბილისში დაბრუნებისთანავე დავიწყებ შეხვედრებს ქართველ მეხორბლეებთან და ამ დარგში მომუშავე ასოციაციებთან, რათა ჩვენმა, ქართულმა კომპანიებმა, იმპორტიორებმა, ვინც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელიც სამთავრობო დონეზეა შეთანხმებული“