ზუგდიდის საკრებულოში ამ წუთებში დაძაბული ვითარება

ზუგდიდის საკრებულოში ამ წუთებში დაძაბული ვითარება

ზუგდიდის საკრებულოში ამ წუთებში დაძაბული ვითარება და ხმაურია.

ხმაური ოპოზიციის ლიდერების და მათი მხარდამჭერების საკრებულოს შენობაში შესვლის მცდელობას მოჰყვა.      

"აბსურდის თეატრია, მაქვს ყველანაირი უფლება, რომ შევიდე,  მაგრამ დღეს ჩვენ რატომ მოვედით?- ამ შენობაში მუშაობს ადამიანი გვარად გიორგი დანელია, რომელიც არის აღჭურვილი გეგმით, რომ დააშინოს ადამიანები, დაემუქროს და ეს ყველაფერი თუ არ იმუშავებს, გაიტაცოს ყველა ეს კერძო პირები რომ საარჩევნო უბნებთან ვერ მივიდეს. ეს ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ იყოს დაკავებული ან უფლებამოსილება შეუწყდეს კვლავ არის დეპუტატად ამ შენობაში. მოვისმინეთ? თუ დავინახეთ, რასაც ეს ადამიანი საუბრობდა.

ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიო ჩანაწერი, რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც არის მომართული, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიცია საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს, რომელზეც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. 

ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილიზებული