ჩინელი ჟურნალისტები მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებში გამოცდებს ჩააბარებენ

ჩინელი ჟურნალისტები მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებში გამოცდებს ჩააბარებენ

ჩინელ ჟურნალისტებს, მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებში და პრეზიდენტ სი ძინპინის მოძღვრებაში ცოდნის შესამოწმებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი «Le Figaro»-ი წერს.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი აცხადებს, ჟურნალისტებმა კარგად უნდა იცოდნენ ქვეყნის მმართველი პარტიის იდეოლოგია და ხელმძღვანელთა პოზიცია, რათა საზოგადოებრივი აზრი სწორი მიმართულებით წარმართონ.

ჩინელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც აკრედიტებულნი არიან ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, განსაკუთრებით კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის ადმინისტრაციაში, საკუთარი აზრი ნათლად და მკაფიოდ უნდა გამოხატონ. მათ გამოცდა უნდა ჩააბარონ და ამით დაადასტურონ თავიანთი ლოიალობა კომუნისტური პარტიისა და მისი ლიდერის - სი ძინპინის მიმართ. საწინააღმდეგო სიტუაციაში, ისინი აკრედიტაციის გარეშე დარჩებიან.

ოფიციალური მასმედიის 14 დასახელების ორგანოს 10 ათასზე მეტი ჟურნალისტი (როგორც ცენტრალურ ოფისებში, ასევე რეგიონულ ფილიალებში) მომავალი თვიდან „საპილოტო ტესტების“ ჩაბარებას დაიწყებს, შემდეგ კი მათ „ეროვნული გამოცდები“ ელოდებათ, რომლის შედეგებით განსაზღვრული იქნება ჟურნალისტთა  უნარი პროფესიული მოვალეობის მაღალი დონით შესრულებისათვის.

წყარო: http://www.lefigaro.fr/international/xi-jinping-teste-la-loyaute-des-journalistes-20190920