დოლიძეზე, ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დოლიძეზე, ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისათვის, გუშინ, ძლიერი ქარის შედეგად, დოლიძის ქუჩაზე ხე წაიქცა, რა დროსაც ორი მამაკაცი დაშავდა. თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, გასული ღამის განმავლობაში, 30 შეტყობინება შევიდა, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვისა და სახურავების დაზიანების შესახებ.