საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

კერძოდ, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი +25, +27 გრადუსს  მიაღწევს.