სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა – 10 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

საკითხის განხილვა პარლამენტის სესიაზე გაგრძელდება. ნარმანია მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იმ შემთხვევაში გახდება, თუ მას მხარს 76 დეპუტატი დაუჭერს.