სასამართლო სისტემაში რეფორმა უნდა დაიწყოს და იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა დაიშალოს - ლევან კობერიძე

სასამართლო სისტემაში რეფორმა უნდა დაიწყოს და იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა დაიშალოს - ლევან კობერიძე

„სასამართლო სისტემაში რეფორმა უნდა დაიწყოს და იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს" , - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძე მის კოლეგა დეპუტატებს მოუწოდებს, რომ ჩააგდნ მოსამართლეობის ყველა კანდიდატი.

„ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარი, „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ.

სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმა უნდა დაიწყოს და არა ეს ფასადური ცვლილებები, პირველი ნაბიჯი კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით. იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.