სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურებრივ ვითარებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში