პოლონეთი საქართველოსა  დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს - ანჟეი დუდა

პოლონეთი საქართველოსა დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს - ანჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს

ანჟეი დუდას თქმით, სახელმწიფო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყველა ქვეყანას თვითგამორკვევის თანაბარი უფლება აქვს. პოლონეთი იყო და დარჩება საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად. სახელმწიფოს საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს. პოლონეთს, რომელიც მძიმედ დაზარალდა გასულ საუკუნეში, სრული მორალური ვალდებულება აქვს, ამაზე მკაფიოდ და ხაზგასმით ისაუბროს. ჩვენ ასეც ვიქცევით, მშვიდობისა და თავისუფლების სახელით, რომელიც პოლონეთისთვის ასე ძვირფასია“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.