თურქეთის მოსახლეობა  მეგობარ ქვეყნებად   აზერბაიჯანს, რუსეთს და ჩინეთს მიიჩნევს

თურქეთის მოსახლეობა მეგობარ ქვეყნებად აზერბაიჯანს, რუსეთს და ჩინეთს მიიჩნევს

თურქეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა  ორგანიზაციამ „კვლევა, შეფასება, ანალიზი“ - გამოკითხვა ჩაატარა ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა და მიღწევების შესახებ, რომლის შედეგები ამ დღეებში თურქულ მასმედიაში გამოქვეყნდა.
როგორც ადგილობრივი პრესა და რადიო-ტელევიზია იუწყება, კვლევა თურქეთის რესპუბლიკის 26 პროვინციაში 19-30 აგვისტოს ჩატარდა, გამოიკითხა 1721 ადამიანი, რომელთა ასაკი 18 წელზე მეტია.

მხარდაჭერა ისევ მმართველ პარტიას და ისევ რეჯეფ ერდოღანს
ბუნებრივია, ყველაზე მთავარი საშინაოპოლიტიკური კითხვა ასეთი იყო: „უახლოეს კვირაში რომ არჩევნები ჩატარდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, რომელზეც გამოკითხულებმა ასე უპასუხეს: სამართლიანობისა და განვითარების პარტიას - 37,5% (ეს თურქეთის მმართველი ზომიერი ისლამისტური პარტია გახლავთ), სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას (ოპოზიციურ-ქემალისტური) - 22,8%. 
რაც შეეხება კითხვას - „ვის აირჩევდით პრეზიდენტად“, პასუხები ასე განაწილდა: რეჯეფ ტაიპ ერდოღანს - 39,1%, ეკრემ იმამუღლუს - 28,6% (სტამბოლის მერს, ოპოზიციონერს).
თურქებს ყველაზე მეტად ეკონომიკური სიტუაცია აწუხებთ კითხვაზე, „რომელი პრობლემაა ამჟამად თურქეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, გამოკითხულთა 44,9%-მა უპასუხა, რომ ეკონომიკა, 17%-მა დაასახელა უმუშევრობა, 6%-მა - სირიელი ლტოლვილები, 5,2%-მა - ტერორიზმი, ხოლო 2,9%-მა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის პრობლემებზე, ადამიანის უფლებებზე, სამართალზე და სამართლიანობის დაცვაზე.
 

მხარს ვუჭერთ რუსული რაკეტების ყიდვას
ერთ-ერთი კითხვა კონკრეტულ საკითხს ეხებოდა: „როგორ აფასებთ თურქეთის მიერ რუსეთისაგან С-400 რაკეტების ყიდვას, აშშ-ისა და ნატოს საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად?“. პასუხები ასე განაწილდა: „მხარს ვუჭერ“ – 74,9%, „არ ვუჭერ“ – 14,9%. თავი შეიკავა გამოკითხულთა 7,3%-მა.
თურქეთის მთავარი მეგობრები: აზერბაიჯანი, რუსეთი და ჩინეთი.
 

რომელია თურქეთის მტრულად და მეგობრულად განწყობილი ქვეყნები

გამოკითხვისას საინტერესო შედეგები გამოვლინდა: თურქების 94,5% მტრად ნატოელ მოკავშირეს - ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს. მეგობრულად განწყობილი ქვეყნებიდან პირველი ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა (83%), მეორე ადგილი - რუსეთმა (16,3%) და მესამე... ჩინეთმა (10,2%).  ბოლო ადგილები, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელს და სომხეთს ერგო - შესაბამისად, მათ მეგობრად თვლის თურქების მხოლოდ 0,3 და 0,2%.

თურქეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს შორის საქართველო რატომღაც არ ფიგურირებს საქართველო ამ ჩმონათვალში არ ფიგურირებს .


წყაროები: https://www.yeniakit.com.tr/haber/merak-edilen-anket-sonuclari-aciklandi-s-400ler-anketleri-patlatti-935446.html
https://odatv.com/ve-ilk-anket-ortaya-cikti-20091949.html