ვინც ჩემი სახელი და გვარი ამ ბინძურ ცილისწამებაში ახსენა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - დიმიტრი გაბუნია

ვინც ჩემი სახელი და გვარი ამ ბინძურ ცილისწამებაში ახსენა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - დიმიტრი გაბუნია

გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს.

„ვის ჭირდებოდა ჩემი სახელი და გვარის ხსენება ამ საქმეში, როდესაც ყველაფერი სტრუქტურულად გამჭირვალე და ნათელი იყო, არ ვიცი. ვინც ჩემი სახელი და გვარი ამ ბინძურ ცილისწამებაში ახსენა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები " , - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარონ. 

„როგორც იურისტი ვფიქრობ, რომ თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუცილბლად გამოიკითხება" , - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.