თურქეთში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა

თურქეთში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა

თურქეთში, ქალაქ ადანაში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსს თურქი პოლიციელები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორისაა ერთი პოლიციელი. 

ადანის გუბერნატორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია ვის ეკისრება აფეთქებაზე პასუხისმგებლობა.