უბედურ შემთხვევას ზუგდიდში ორი ადამიანი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას ზუგდიდში ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

საკუთარ საკარმიდამო ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა 42 წლის ქალს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ხმაურზე გარდაცვლილის ოჯახში შევიდა 72 წლის კაცი, რომელსაც გული გაუჩერდა და იქვე გარდაიცვალა.

ინციდენტი 22 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით არის დაწყებული.