თამარ ჟვანია პასუხისმგებელია იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს

თამარ ჟვანია პასუხისმგებელია იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს

თამარ ჟვანია პასუხისმგებელია იმ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს,- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით: 

„ცესკოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია საარჩევნო პროცესზე და იმ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს, მისი პასიურობის წვლილიც არის. საზოგადოება ხედავს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით დაწყებული, დაშინებით გაგრძელებული და ძალადობით დასრულებული, ყველა შემთხვევას. ამგვარი საარჩევნო გარემო მთლიანად საზიანოა ქვეყნისთვის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მოვლენების შეფასება მაინც გააკეთოს, თუ მის აღკვეთას ვერ ახერხებს"