ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც. მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.