ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების

ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების

ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი, მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზებას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა:           

„ჩემთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. განსაკუთრებით, როდესაც ზუგდიდში ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლს ფაქტს. ველოდები, რომ შსს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიმართულებით დაიწყებს გამოძიებას და არა მხოლოდ ცემის მიმართულებით.         

ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების. მე მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს. მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს იყოს თავიდან არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს იქნება თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა“