ადვოკატები გახარიას და თადუმაძის გადადგომას მოითხოვენ

ადვოკატები გახარიას და თადუმაძის გადადგომას მოითხოვენ

16 წლის მოზარდის, თ.ა.-ს ადვოკატებმა ზაზა ხატიაშვილმა და ფრიდონ სიხუაშვილმა ბიძინა ივანაშვილის სასახლესთან საპროტესტო აქვია გამართეს. ადვოკატები შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ:    

„დადგენილია, რომ ადამიანი აწამეს, უნდოდათ მისი გაუპატიურება, ეს საცოდავი უწევდა წინააღმდეგობას. პროკურორმა გიორგი ლობჟანიძემ გამოსცა დადგენილება, რომ 16 წლის მოზარდი ნაწამებია. ასეთი დადგენილება რომელიმე ხელისუფლების პირობებში გინახავთ? მოზარდი ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს.

მათგან ერთ-ერთი დააწინაურეს, გადაიყვანეს გარდაბნის პოლიციაში. ამბობს, რომ ყველას ამოცნობა შეუძლია. რატომ ამოვედით აქ? ამ საქმის დასრულებას სჭირდება ჩემი აზრით, აი ამ, მართლა უღირსი ადამიანის პოლიტიკური ნება. შსს და პროკურატურა, ამ კაცს ემსახურება“