მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირალებმა  - ბაჩანა შენგელია

მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირალებმა - ბაჩანა შენგელია

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ადამიანი, რომელიც ექვსი თვეა, დავეძებ სამართალს. ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი ოჯახის წევრები, რომელთაც ამ ხელისუფლებამ და მისმა მაღალჩინოსნებმა გამოგვისალმეს სიცოცხლეს ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, ადამიანის რაც შეიძლება ჰყავდეს, არის დედა. მე ვარ შვილი, რომელიც ექვსი თვეა, ვიბრძვი ყოველდღიურად, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს უდიდესი დანაშაული. პასუხად ვიღებ სიმუნჯეს. 19 მაისს არ არის უბრალოდ არჩევნები, 19 მაისს არის პლებისციტი, სადაც მოძალადეებს, კრიმინალებს, ადამიანის მკვლელებს ჩვენმა ღირსეულმა ქალაქმა და რაიონმა უნდა უთხრას - არა... მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირალებმა, ესენი ამ საქმეს არ გამოიძიებენ. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ