მორიგი რეკორდი - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მორიგი რეკორდი - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 220 კილოგრამი ასწია.