ზუგდიდში  მამაკაცმა  ძმა მოკლა

ზუგდიდში მამაკაცმა ძმა მოკლა

სისხლიანი დაპირისპირება ძმებს შორის მსხვერპლით დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში  მამაკაცმა საკუთარი  ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა.

არსებული ინფორმაციით,  ძმებიდან ერთ-ერთი გერმანიიდან იყო ჩამოსული. ისინი სასაფლაოს ტერიტორიაზე  იმყოფებოდნენ, როდესაც მამაკაცმა  ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. მკვლელობის სავარაუდო მოტივად, წარსულში არსებული უთანხმოება სახელდება.  გარდაცვლილს, მრავლობითი ჭრილობები ქონდა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

 შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.