ვარკეთილში, კორპუსში, სადაც ევაკუაცია განხორციელდა  კიბის უჯრედებმა დაიწია

ვარკეთილში, კორპუსში, სადაც ევაკუაცია განხორციელდა კიბის უჯრედებმა დაიწია

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, კორპუსში, რომლიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, კიბის უჯრედებმა დაიწია.

„ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, მერია მცხოვრებლებს უზრუნველყოფს სხვა საცხოვრებლით.

მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გასახლების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია დღეს მოხდა. დროებით სულ 18 ოჯახი გაასახლეს.