რუსეთი საქართველო არ არის - ბორჯღალოსნების პროტესტი იაპონიაში

რუსეთი საქართველო არ არის - ბორჯღალოსნების პროტესტი იაპონიაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ რაგბის მსოფლიო თასზე მათ თამაშზე რუსული სიმღერა ირთვება. როგორც Popspost- ი წერს, დღევანდელ მატჩზე ბორჯღალოსნების ლელოს აღსანიშნავად რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის რუსულენოვანი სიმღერა ჩართეს.

"მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ" — განაცხადა კაპიტანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. ინტერვიუს თარგამნს Popsport ავრცელებს.

მომხდარი გააპროტესტა ჰეიგმაც და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველო არ არის, რაც მსოფლიო რაგბმა უნდა გაითვალისწინოს.

"ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს", — განაცხადა ჰეიგმა.