მიხეილ სააკაშვილი  „დურაკი“ და კასანდრაა - გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი „დურაკი“ და კასანდრაა - გია ვოლსკი

ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გაგვაჩნია, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

​გია ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია, კასანდრაა.

„კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარ, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება“, – დასძინა ვოლსკიმ.

​საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუგერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს სურს, ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, ხოლო საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, რათა კიდევ დაასუსტოს საქართველო. „სულ არ მინდა რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა, ვთქვი, რომ დაგვესმხმებოდნენ თავს, ვთქვი, რომ ყირიმის ანექსია მოხდებოდა“,-აღნიშნა სააკაშვილმა.