ყველაზე რთული კრიზისების დროსაც კი ჩვენ არ უნდა დავხუროთ კარი დიალოგისთვის - მორი პასკიე

ყველაზე რთული კრიზისების დროსაც კი ჩვენ არ უნდა დავხუროთ კარი დიალოგისთვის - მორი პასკიე

ჩვენ რუს კოლეგებთან ღია და გულწრფელი დიალოგის იმედი გვაქვს  –ამის შესხებ ლილიან მორი პასკიემ, დღეს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნის დროს განაცხადა.

„ყველაზე რთული კრიზისების დროსაც კი ჩვენ არ უნდა დავხუროთ კარი დიალოგისთვის, აუცილებელია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა. ის ფაქტი, რომ რუსეთის დელეგაცია კვლავ არის წარმოდგენილი ასამბლეაზე, გვაძლევს საშუალებას რუსეთის პარლამენტთან ვიმუშაოთ. ჩვენ შეგვიძლია, მათთან განვიხილოთ თემები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს და ასევე თემები, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ რუს კოლეგებთან ღია და გულწრფელი დიალოგის იმედი გვაქვს“, – განაცხადა პასკიემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა და ხმის უფლება ჩამოართვა. 2019 წლის 26 ივნისს კი ორგანიზაციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას რეგლამენტში, რამაც რუსეთის დელეგაციას ასამბლეაზე სრულფასოვან წევრად დაბრუნების საშუალება მისცა.