ყაჩაღობა თბილისში, ბაქოს ქუჩაზე

ყაჩაღობა თბილისში, ბაქოს ქუჩაზე

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა.

ინციდენტი დღის პირველ საათზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 30 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შემდეგ კი დააყაჩაღეს.

წაღებულია ძვირფასეულობა და თანხა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.