ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაცია გაიმართება

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაცია გაიმართება

ბათუმში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 10:30 საათზე გახსნის.

განათლების და მეცნიერების თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი და ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი